IT სექტორისთვის 2023 წელი განსაკუთრებით გამორჩეული იყო. საგარეო შემოსავალი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა და 784 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 53%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. შემოსავლების ასეთ მკვეთრ ზრდას ბიზნესის წარმომადგენლები უპირველესად საერთაშორისო კომპანიებისთვის შეთავაზებულ მოქნილ საგადასახადო სისტემას და მიგრაციის ეფექტს უკავშირებენ. სექტორში ფიქსირდება მზარდი ანაზღაურებაც, თუმცა ამის პარალელურად, ბიზნესი კვლავ კადრების დეფიციტზე საუბრობს.