გალტ & თაგარტის კვლევის მიხედვით, IT სექტორის შემოსავლები 2023 წელს 2.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. მათ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, სადაც განხილულია IT სექტორი საქართველოში, ნათვამია, რომ აღნიშნული შემოსავლებიდან 2.1 მილიარდი ლარი სერვისის ექსპორტით დაგენერირდა.
ქვეყნების სამეული, სადაც ექსპორტის ყველაზე დიდი ნაწილი განხორციელდა, რიგითობის მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:
- აშშ (26%)
- დიდი ბრიტანეთი (15%)
- მალტა (11%)
რაც შეეხება IT სექტორის ზრდის ხელშემწყობის საკითხს, კვლებაში ამის მიზეზად რამდენიმე ფატორი სახელდება.
"სექტორის ზრდას თავდაპირველად საგადასახადო შეღავათებმა მისცა ბიძგი. 2022 წლიდან სექტორის ზრდა დაჩქარდა რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ საერთაშორისო კომპანიების და IT სპეციალისტების საქართველოში რელოკაციის შედეგად. სხვა ხელშემწყობი ფაქტორებიდან აღსანიშნავია ინტერნეტის დაბალი ფასი, სამუშაო მაგიდის კონკურენტული ღირებულება და ცხოვრების დაბალი ხარჯები გლობალურად მიმზიდველ სხვა ლოკაციებთან შედარებით. მიმზიდველობას ასევე აძლიერებს უცხოელი სპეციალისტებისთვის მისაღები გარემო და ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა", - ნათქვამია კვლევაში.