საქართველოში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სექტორი 2022 წლიდან სწრაფად იზრდება, ძირითადად კი ის თავის მომსახურებას საზღვარგარეთ ყიდის. 2023 წელს ექსპორტმა დაახლოებით 892 მილიონი დოლარი შეადგინა- ინფორმაცია ამის შესახებ Galt & Traggart–მა გაავრცელა.
IT სექტორის ბრუნვა 2023 წელს დაახლოებით 2,4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, რაც უმეტესად სწორედ ექსპორტის სერვისებით იყო განპირობებული. ექსპორტის ყველაზე დიდი ნაწილი (26%) გავიდა აშშ-ში, შემდეგ მოდის დიდი ბრიტანეთი (15%) და მალტა (11%).
ზრდის მიზეზი, როგორც არაერთხელ გვისაუბრია 2020 წელს საგადასახადო შეღავათებიც გახდა, მაგრამ განსაკუთრებული ზრდა 2022 წელს დაიწყო, როდესაც საერთაშორისო კომპანიებმა და IT ექსპერტებმა საქართველოში გადმოსვლა დაიწყეს. სხვა რამ, რაც ამ ზრდას უწყობს ხელს, არის ინტერნეტის დაბალი ხარჯები და ასევე სხვა პოპულარულ ადგილებთან შედარებით ცხოვრების დაბალი ხარჯები.
სექტორი გასულ წელს დაახლოებით 30 200 ადამიანს ასაქმებდა, საშუალო ხელფასი ამ სფეროში დაახლოებით 6 940 ლარია, რაც 2021 წლიდან გაორმაგებული მაჩვენებელია.
დღეისთვის დაახლოებით 24 117 კომპანიაა რეგისტრირებული, მათგან 72 დიდი ან საშუალო ზომისაა. სხვა კომპანიების უმეტესობა უცხოელი პირები არიან, რომლებიც მარტო მუშაობენ.
რა ტენდენციებია 2024 წლის 5 თვის მონაცემებზე დაყრდნობით?