მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იტალია დღეიდან საგანგებო მდგომარეობის შემსუბუქებას იწყებს

5e95a086897fe
ნათია თაქთაქიშვილი
14.04.20 15:50
2745
იტალიის მთავრობის განკარგულების თანხმად, რომელსაც ხელს აწერს იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე, ქვეყანა დღეიდან საგანგებო მდგომარეობის შემსუბუქებას იწყებს, შესაბამისად ზოგიერთი მაღაზია და ბიზნესი ფუნქციონირებას განაახლებს. ამის შესახებ CNN-ი წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, შემდეგ ბიზნებს მიეცემათ ოპერირების უფლება: წიგნის მაღაზიები, სამრეცხაოები და ქიმწმენდები, ასევე ტანსაცმლის მაღაზიები. მაგრამ აღსანიშნავია, რომ იტალიაში ზოგი რეგიონი არ შეამსუბუქებს საგანგებო მდგომარეობას და აკრძალვები კორონაირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალებულ ლომბარდიში და ვენეტოში 3 მაისამდე დარჩება.

ლაციოში და რომში, წიგნების და საკანცელარიო მაღაზიების გახსნა 20 აპრილიდან იგეგმება, მაღაზიის მფლობელებს ექნებათ დრო ორგანიზება მოახდინონ უსაფრთხოების ზომების, როგორიც არის მომხმარებლებს შორის დისტანციის დაცვა და შესასვლელებში ხელთათმანების დარიგება.

14 აპრილის მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 159,516 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 20,465 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 35,435 ინფიცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები