მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნები, საიდანაც ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი გადმორიცხეს

6462027b7ae5d
შოთა ტყეშელაშვილი
15.05.23 14:26
16106
2023 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 369.7 მლნ აშშ დოლარი (933.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 20.0%-ით (61.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2022 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ქვეყნებს შორის საქართველოში ყველაზე მეტი გზავნილი კვლავ რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა, რამაც 160 მილიონი დოლარი შეადგინა. წლიურ ჭრილში რუსული გზავნილები 20%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილზეა იტალია 41 მილიონი დოლარის გზავნილებით, რაც წლიურად 22%-ით არის მომატებული. მესამე პოზიციაზეა აშშ 37 მილიონის გზავნილებით, სადაც ზრდა 37%-ს შეადგენს.

ქვეყნები, საიდანაც საქართველომ აპრილში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი მიიღო:

1. რუსეთის ფედერაცია - 160 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 20%
2. იტალია - 41 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 22%
3. აშშ - 34 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 37%
4. საბერძნეთი - 20 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 9%
5. ყაზახეთი - 20 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -2%
6. გერმანია - 18 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 50%
7. ისრაელი - 17 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 5%
8. თურქეთი - 9 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 14%
9. ესპანეთი - 5 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 9%
10. აზერბაიჯანი - 5 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -3%
11. საფრანგეთი - 4 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 29%
12. გაერთიანებული სამეფო - 4 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 39%
13. ირლანდია - 4 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 109%
14. ყირგიზეთი - 3 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 14%
15. ერაყი - 3 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 405%
16. პოლონეთი - 2 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -22%
17. კანადა - 2 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 13%
18. ტაჯიკეთი - 2 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 22%
19. სომხეთი - 2 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 62%
20. კვიპროსი - 2 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 14%

რაც შეეხება საქართველოდან უცხოეთში გაგზავნილ თანხებს, ის აპრილში 28.4 მილიონი დოლარი იყო, რაც წლიურ ჭრილში 12%-ით არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები