მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნებიდან გადმორიცხეს ყველაზე დიდი მოცულობის ფულადი გზავნილები - ოქტომბრის რეიტინგი

დოლარი

2024 წლის ოქტომბერში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით სულ $281 მილიონი გადმორიცხეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.5%-ით ნაკლებია. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში ყველაზე დიდი მოცულობის თანხა - 51 მილიონი დოლარი საქართველოში აშშ-დან გადმორიცხეს (ზრდა 21%). სტატისტიკის მიხედვით, ფულად გზავნილებში #1 ადგილი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსეთის ფედერაციას ჰქონდა, თუმცა 2024 წლის ივლისიდან რუსეთმა გზავნილებში პირველი ადგილი დაკარგა და ამ პოზიციაზე აშშ-მა გადაინაცვლა.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, მეორე პოზიციას იკავებს იტალია 47 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილებით, მესამეს კი რუსეთი $34 მილიონით.

ქვეყნები, საიდანაც 2024 წლის ოქტომბერში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმორიცხეს

# ქვეყანა ჩარიცხული მოცულობა (მლნ. აშშ დოლარი) ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპი
1 აშშ $51 21%
2 იტალია $47 10%
3 რუსეთის ფედერაცია $34 -44%
4 გერმანია $25 19%
5 საბერძნეთი $23 6%
6 ისრაელი $21 23%
7 ყირგიზეთი $9.5 178%
8 თურქეთი $9.1 6%
9 ყაზახეთი $7.6 -54%
10 ირლანდია $6.0 32%
11 ესპანეთი $5.5 14%
12 საფრანგეთი $5.3 20%
13 გაერთიანებული სამეფო $4.3 10%
14 აზერბაიჯანი $3.9 -11%
15 პოლონეთი $2.9 9%
16 კანადა $2.5 0%
17 არაბთა გაერთიანებული საამიროები $1.8 10%
18 კვიპროსი $1.8 3%
19 ნიდერლანდები $1.5 3%
20 საუდის არაბეთი $1.5 42%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები