მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალია Nord Stream-ის აფეთქებაში ბრალდებულს გერმანიას გადასცემს

უკრაინელი მყვინთავი

იტალიის უზენაესმა სასამართლომ 2022 წელს Nord Stream-ის მილსადენის აფეთქებაში ბრალდებული უკრაინის მოქალაქის, სერგეი კუზნეცოვის გერმანიისთვის გადაცემის განკარგულება გასცა. თავად კუზნეცოვი ბრალს არ აღიარებს და განმარტავს, რომ გაზის მილსადენის აფეთქებისას ის უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცის სტატუსით დავალებას ასრულებდა. დავალებას, რომლის შესრულების ლეგიტიმური უფლებაც უკრაინულ მხარეს რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების ფონზე მიეცა.

გერმანიის პროკურატურა კუზნეცოვს მილსადენის აფეთქების საქმეში თანამონაწილედ განიხილავს და მისი საკუთარ იურისდიქციაში გასამართლება სურს, თუმცა აქამდე თანხმობას იტალიური მხარისაგან ვერ იღებდა. დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს გერმანულ ციხეში 15 წლის გატარება მოუწევს.

მილსადენის აფეთქების საქმემ და მის აფეთქებასთან დაკავშირებული პირების დაკავებამ გერმანულ და უკრაინულ მხარეებს შორის ურთიერთობები უკვე არაერთხელ გაამწვავა. ოფიციალური კიევი კუზნეცოვის პოზიციას იზიარებს და თვლის, რომ ის მომხდარში დამნაშავე არ არის, გერმანიის პროკურატურა კი განმარტავს, რომ მილსადენი მხოლოდ რუსეთის საკუთრება არ იყო და ის გერმანიის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ენერგეტიკული კვანძი უნდა გამხდარიყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები