მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიამ ITA Airway-ის 41%-იანი წილის გაყიდვის გარიგება დააპაუზა - მიზეზები

lufthansa

იტალიის სახელმწიფო ხაზინამ ITA Airways-ის წილის Lufthansa-სთვის მიყიდვის გარიგება დააპაუზა - მიზეზი გერმანული კომპანიასთან შეთანხმებულ ღირებულებაზე უთანხმოება გახდა. ამის შესახებ Reuters-ს ანონიმურმა წყარომ განუცხადა.

წყაროს თქმით, ხაზინა არ აპირებს, ITA Airways იმაზე ნაკლებ ფასად დათმოს, ვიდრე კომპანია რეალურად ღირს.

Lufthansa-მ იტალიური ავიახაზების 41%-იანი წილის შესასყიდად ევროკავშირის ანტიმონოპოლიური სააგენტოს თანხმობა ჯერ კიდევ ივლისში მოიპოვა. შეთანხმების ფარგლებში, გერმანული კომპანია ITA-ს წილს 325 მილიონ ევროდ შეიძენდა, რის შემდეგაც კომპანიის წარმომადგენლობა სამხრეთ ევროპის ბაზარზე გაიზრდებოდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, იტალიის ეკონომიკის მინისტრი და Lufthansa 10 მილიონი ევროს ფარგლებში ვაჭრობენ. Lufthansa-ს წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ კომპანია მზად არის, მიჰყვეს იმ პირობებს, რომლებიც კონტრაქტით არის გაწერილი. მისივე თქმით, გერმანულმა ავიახაზებმა ევროკავშირისგან მოთხოვნილ ბოლო შეთავაზების დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა, თუმცა ბრიუსელისთვის ჯერ არ წარუდგენიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები