იტალიას რუსი ოლიგარქების "გაყინული" აქტივები ფინანსურ ტვირთად დააწვა
BM.GE
18.05.22 09:30
• 320
იტალიის მთავრობას რუსების გაყინული ქონების შენარჩუნება ფინანსურ ტვირთად დააწვა. ამის შესახებ The Washington Post წერს. მათი ინფორმაციით, რუსების უფუნქციოდ დარჩენილი და დაცარიელებული ქონების მოვლა ძვირი ჯდება. თეორიულად, იტალიას შეუძლია გამოიყენოს რუსების საბანკო ანგარიშები მათი ქონების შესანარჩუნებლად, მაგრამ, როგორც WP-ი წერს, ანგარიშებზე ქონების შესანარჩუნებლად, საკმარისი თანხა არ დევს. კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც იტალია, კონკრეტულად კი, სარდინია აწყდება, არის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების პრობლემა. ანუ აქამდე ადგილობრივები კუნძულზე რუსებზე მუშაობდნენ და ახლა ისინი შემოსავლის გარეშე დარჩნენ. როგორ აპირებს იტალია პრობლემის გადაჭრას და როგორ ისახება რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები ევროპაზე?