მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 148-მდე გაიზარდა

5e6222e9efea6
ნათია თაქთაქიშვილი
06.03.20 14:14
909
როგორც  Aljazeera იუწყება, იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 148-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაცვალების 41 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ერთ დღეში დაფიქსირებული მსხვერპლის ყველაზე დიდი რაოდენობაა.

გაიზარდა ინფიცირების შემთხვევებიც. ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 3,858 შემთხვევა ფიქსირდება.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსი იტალიის 22 რეგიონშია გავრცელებული, რის გამოც იტალიის მთავრობამ მიიღო უპრცედენტო სიფრთხილის ზომები, მათ შორის სასწავლო პროცესის შეჩერება სკოლებსა და უნივერისტეტებში.

ყველაზე რთული მდგომარეობა კვლავ ლომბარდიაშია, სადაც 98 ადამიანია გარდაცვლილი.

დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 98,442 შეადგინა, გარდაიცვალა 3,387 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 55,661 ინფიცირებული.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები