მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხმელთაშუაზღვის რეგიონში მომაკვდინებელ ხანძრებს 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

64c1265fcd5e2
სალომე ხიდურელი
26.07.23 21:39
445
ალჟირში, იტალიასა და საბერძნეთში ბუნებაში გაჩენილ ხანძრებს 40 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა, სიცილიისა და აპულიის ათასობით მოქალაქისთვის კი საკუთარი სახლებიდან და საზაფხულო კურორტებიდან ევაკუაცია გამოცხადდა.

მიმდინარე სიცხის ტალღები კი დამაიმედებელ პროგნოზს არ იძლევიან: ნავარაუდებია, რომ საბერძნეთში ჰაერის ტემპერატურა 44 ცელსიუსს გადააჭარბებს. ძლიერი ქარი და გამომშრალი ფლორა მეხანძრეებს ცეცხლის კერებთან ბრძოლას ურთულებს.

ყველაზე მძიმე სურათი ალჟირშია, სადაც ცეცხლს 34 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 10 ჯარისკაცი, რომლებიც ბეჟაიას პროვინციის ევაკუაციისას დაიღუპნენ. ალჟირელი უწყებების ცნობით, ცეცხლის კერების 80% უკვე ჩამქრალია, თუმცა ხანძრის წინააღმდეგ მობილიზებული კვლავ რჩება 8 000 მეხანძრე, ასობით ცეცხლმაქრი მანქანა და რამდენიმე ვერტმფრენი.

The Guardian-ის ცნობით, ტყის მასებში ცეცხლის გაჩენის მრავალი მიზეზი არსებობს, დაწყებული სიგარეტის ნამწვავით, დასრულებული მეხის ჩამოვარდნით, თუმცა ცეცხლის გავრცელების მასშტაბები ამინდზეა დამოკიდებული. წიაღისეული საწვავის დაწვითა და ბუნების მოუფრთხილებლობით ევროპაში საშუალო ტემპერატურა 2 ცელსიუსით უკვე გაიზარდა, რაც ცხელ, მშრალ და ცეცხლის გავრცელებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.

ბოლო კვლევების თანახმად, ხანძრის გამომწვევი ამინდების შანსი ევროპაში 14%-ით იზრდება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კონტინენტზე საშუალო ტემპერატურა 2.5 ცელსიუსით გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები