საბერძნეთში, ათენიდან ჩრდილოეთ მდებარე რეგიონში ტყის მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან. სტიქიის გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. პატარა ქალაქ ვარნავასში ცეცხლი საცხოვრებელ ტერიტორიაზეა და სახლებსაც უკიდია. ისტორიულ ქალაქ მარათონიდან კი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკისმა შვებულება შეწყვიტა და კრიზისის მართვის საჭიროების მიზნით ათენს დაუბრუნდა.
ბოლო ორი დღეა საბერძნეთში ხანძრის 40-მდე კერა გაჩნდა. ხანძრების მიზეზი მაღალი ტემპერატურაა. ცნობისთვის, საბერძნეთში წელს ყველაზე ცხელი ივლისი დაფიქსირდა.