ესპანეთის კუნძულ ტენერიფედან ხანძრის გამო ათასობით ადამიანია ევაკუირებული.
კანარის კუნძულების საგანგებო სამსახურის ცნობით, სტიქიის ზონიდან 26 000 ადამიანია ევაკუირებული.
გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ცეცხლის ჩაქრობას აფერხებს, ამიტომ ევაკუაციის პროცესი 20 აგვისტოსაც გაგრძელდება.
ამ დროისთვის ხუთი ათასი ჰექტარია დამწვარი.