სანკტ-პეტერბურგში ნავთობბაზა იწვის. ამის შესახებ რუსული და უკრაინული მედია წერს. სოციალურ ქსელში კი ხანძრის ამსახველი კადრები ვრცელდება.
გავრცელებული ცნობით, ადგილობრივებმა აფეთქების ხმა გაიგონეს ნავთობბაზის ტერიტორიიდან, რომელიც რკინიგზის სადგურთან ახლოს მდებარეობს.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძრის გაჩენის მიზეზი ავზის აალება გახდა.