მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ესპანეთში მესამე დღეა ხანძარს ებრძვიან - 1 400-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია

ესპანეთი

ჩრდილოეთ ესპანეთში უკვე მესამე დღეა ძლიერი ტყის ხანძრები მძვინვარებს. News9-ის ინფორმაციით, 1 400-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა მას შემდეგ, რაც ცეცხლი კასტილიისა და ლეონის ქალაქებს, მათ შორის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს — ლას მედულასს მიუახლოვდა.

ლეონის პროვინციაში, კარუსედოსა და იერესის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, საგანგებო ევაკუაცია გახდა საჭირო, რადგან ცეცხლი დასახლებულ ზონებს მიაღწია.

რეგიონში ამ დროისთვის აქტიურია ხანძრის ექვსი კერა. ლეონის რეგიონულმა ხელისუფლებამ განგაშის მეორე დონე გამოაცხადა და მობილიზებული ჰყავს ათობით საჰაერო და სახმელეთო სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

მათი განცხადებით, ხანძრის სწრაფ გავრცელებას ხელს უწყობს მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი. ცეცხლი შაბათს გაჩნდა, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები