საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 278.5 მლნ აშშ დოლარი (746.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 36.5%-ით (160.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ეროვნული ბანკის სტატისტიკით, გზავნილების შემცირება განპირობებულია მიგრაციული ეფექტის შემცირებით, რადგანაც რუსეთიდან ფულადი გზავნილები 167 მილიონი დოლარით, ანუ 76%-ით შემცირდა. სხვა ქვეყნებში კი საიდანაც გზავნილებს საქართველოდან სამუშაოდ წასული უცხოელები აგზავნიან, ფულადი ნაკადები გაიზარდა. მათ შორის იტალიიდან ზრდა 8%-ია, აშშ-დან 24%; ისრაელიდან კი 13%. ამასთან, შესამჩნევია გზავნილების სტატისტიკაში ისრაელის დაწინაურება, რომელმაც მარტში საბერძნეთს გადაუსწრო.
ქვეყანა |
თანხა მილიონი დოლარი |
ზრდა/კლება |
რუსეთის ფედერაცია | $53.0 | -76% |
იტალია | $46.7 | 8% |
აშშ | $44.8 | 24% |
ისრაელი | $21.1 | 13% |
საბერძნეთი | $21.0 | 7% |
გერმანია | $20.2 | 15% |
ყაზახეთი | $11.8 | -32% |
თურქეთი | $8.2 | -19% |
ესპანეთი | $5.7 | 15% |
ირლანდია | $5.1 | 54% |
საფრანგეთი | $4.8 | 14% |
აზერბაიჯანი | $3.5 | -16% |
გაერთიანებული სამეფო | $3.2 | -16% |
პოლონეთი | $2.9 | 20% |
ყირგიზეთი | $2.8 | -52% |
კანადა | $2.24 | 24% |
არაბთა გაერთიანებული საამიროები | $2.07 | 19% |
კვიპროსი | $1.63 | 7% |
ნიდერლანდები | $1.57 | 8% |
საუდის არაბეთი | $1.30 | 14% |