2024 წლის ივნისში საქართველოში უცხოეთიდან 281 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 21%-ით, ანუ 59 მილიონი დოლარით ნაკლებია 2023 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, კლება დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციიდან გზავნილების შემცირებასთან. 2024 წლის ივნისში რუსეთიდან საქართველოში 49 მილიონი დოლარის გზავნილები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 62%-ით, ანუ 80 მილიონი დოლარით ნაკლებია. სანაცვლოდ კი გაზრდილია გზავნილები იმ ქვეყნებიდან, სადაც საქართველოს მოქალაქეთა მიგრაცია მზარდ ტენდენციას ინარჩუნებს. შედეგად გზავნილების სტატისტიკაში იტალიამ მეორე პოზიცია დაკარგა და ის აშშ-მა ჩაანაცვლა, საიდანაც ივნისში 48 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, რაც წინა წელთან შედარებით 22%-ით მეტია. მესამე პოზიცია დაიკავა იტალიამ 46 მილიონის გზავნილებით (მატება 6%), ხოლო გერმანიიდან ფულადი გზავნილები 9%-ით, 22 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
ფულადი გზავნილების სტატისტიკა 2024 წლის ივნისში - ტოპ 20 ქვეყანა
ქვეყანა | გადმორიცხული თანხა (მლნ დოლარი) | ზრდა კლება წინა წელთან შედარებით |
რუსეთის ფედერაცია | 49 | -62% |
აშშ | 48 | 22% |
იტალია | 46 | 6% |
გერმანია | 22.4 | 9% |
საბერძნეთი | 21.8 | 6% |
ისრაელი | 20 | 0% |
ყაზახეთი | 11 | -37% |
თურქეთი | 8 | -25% |
ესპანეთი | 6 | 15% |
ირლანდია | 5.5 | 28% |
ყირგიზეთი | 5.1 | 36% |
საფრანგეთი | 5.0 | 4% |
გაერთიანებული სამეფო | 4.0 | -4% |
აზერბაიჯანი | 3.2 | -7% |
პოლონეთი | 2.9 | 7% |
კანადა | 2.3 | 2% |
კვიპროსი | 1.8 | -7% |
არაბთა გაერთიანებული საამიროები | 1.8 | 7% |
ნიდერლანდები | 1.6 | 3% |
საუდის არაბეთი | 1.4 | 7% |
2024 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.2 მლნ აშშ დოლარი (79.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2023 წლის ივნისის (29.0 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.0%-ით ნაკლებია.