2025 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 295.54 მლნ აშშ დოლარი (814.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 6.1%-ით (17.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
გზავნილებში პირველ ადგილს აშშ იკავებს 54 მილიონი დოლარით, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17%-ით მეტია. მეორე პოზიციას იკავებს იტალია 50 მილიონი დოლარით, რაც წლიურად 10%-ით არის გაზრდილი, ხოლო რუსეთის ფედერაციიდან გზავნილები 19%-ით შემცირდა და მან 39.9 მილიონი დოლარი შეადგინა.
2025 წლის აპრილში საქართველოს ფულადი გზავნილების ტოპ 10 ქვეყანა
| # | ქვეყანა | გზავნილების მოცულობა | ზრდა/კლება წინა წელთან |
| 1 | აშშ | $54.0 მილიონი დოლარი; | 17% |
| 2 | იტალია | $50.2 მილიონი დოლარი; | 10% |
| 3 | რუსეთის ფედერაცია | $39.9 მილიონი დოლარი; | -19% |
| 4 | გერმანია | $24.8 მილიონი დოლარი; | 20% |
| 5 | საბერძნეთი | $24.6 მილიონი დოლარი; | 12% |
| 6 | ისრაელი | $22.2 მილიონი დოლარი; | 11% |
| 7 | თურქეთი | $8.6 მილიონი დოლარი; | 6% |
| 8 | ესპანეთი | $7.9 მილიონი დოლარი; | 40% |
| 9 | ყირგიზეთი | $7.8 მილიონი დოლარი; | 40% |
| 10 | ყაზახეთი | $7.2 მილიონი დოლარი. | -42% |



























