ოქტომბერში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით $281 მილიონი გადმოირიცხა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.5%-ით ნაკლებია. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, გასული თვის განმავლობაში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა აშშ-დან შემოვიდა, საიდანაც 51 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, ეს თანხა წლიურად 21%-ით არის გაზრდილი. მეორე პოზიციას იკავებს იტალია 47 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილებით, მესამეს კი რუსეთი $34 მილიონით.
ამასთან, რუსეთის ფედერაციიდან მიგრაციული ეფექტის შემცირებასთან ერთად გზავნილები წლიურად 44%-ით არის შემცირებული. სანაცვლოდ კი მკვეთრად არის გაზრდილი ფულადი გზავნილები გერმანიიდან +19%; ისრაელიდან +23% იტალიიდან +10% და სხვა ქვეყნებიდან.
| # | ქვეყანა | ჩარიცხული მოცულობა (მლნ. აშშ დოლარი) | ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპი |
| 1 | აშშ | $51 | 21% |
| 2 | იტალია | $47 | 10% |
| 3 | რუსეთის ფედერაცია | $34 | -44% |
| 4 | გერმანია | $25 | 19% |
| 5 | საბერძნეთი | $23 | 6% |
| 6 | ისრაელი | $21 | 23% |
| 7 | ყირგიზეთი | $9.5 | 178% |
| 8 | თურქეთი | $9.1 | 6% |
| 9 | ყაზახეთი | $7.6 | -54% |
| 10 | ირლანდია | $6.0 | 32% |
| 11 | ესპანეთი | $5.5 | 14% |
| 12 | საფრანგეთი | $5.3 | 20% |
| 13 | გაერთიანებული სამეფო | $4.3 | 10% |
| 14 | აზერბაიჯანი | $3.9 | -11% |
| 15 | პოლონეთი | $2.9 | 9% |
| 16 | კანადა | $2.5 | 0% |
| 17 | არაბთა გაერთიანებული საამიროები | $1.8 | 10% |
| 18 | კვიპროსი | $1.8 | 3% |
| 19 | ნიდერლანდები | $1.5 | 3% |
| 20 | საუდის არაბეთი | $1.5 | 42% |



























