მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“იტალიაში, ტოსკანას რეგიონში, ყველაზე მსხვილი პარტნიორი გვეყოლება“ – „ალტერსოქსი“

6411e33b9eefe
თინათინ ნატმელაძე
15.03.23 22:30
701
წინდების მწარმოებელი კომპანია „ალტერსოქსი“ პროდუქციას იტალიაში, კერძოდ ტოსკანას რეგიონში გაყიდის, - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა რეზი ბესელაშვილმა Bm.ge-სთან  განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ყველაზე მსხვილი პარტნიორი, ვინც კი კომპანიას ჰყოლია.

„ამ კვირის ბოლოს ან იმ კვირის დასაწყისში პირველ პარტიას გავგზავნით. იგზავნება ქალაქ პიზაში, შემდეგ კი დისტრიბუცია ტოსკანას რეგიონში მოხდება. ეს არის ახალი პარტნიორი, რომელთანაც კომუნიკაცია ორი თვის წინ დავიწყეთ. ასეთი დიდი რაოდენობის შეკვეთა ჯერ არ გვქონია, პირველ ეტაპზე დაახლოებით 12 000 წყვილ წინდას გავაგზავნით, თუმცა ეს არის საცდელი რაოდენობა, შემდეგ ჯერზე, სავარაუდოდ, გაორმაგდება.

აღნიშნულ პარტნიორთან წლის ბოლომდე გვაქვს კონტრაქტი, თუმცა მისივე სურვილით, მომავალ წელსაც მათ ექსკლუზიური მიმწოდებლები ვიქნებით, ეს თავად ჩაგვაწერინეს კონტრაქტში“, - განაცხადა რეზი ბესელაშვილმა და დასძინა, რომ იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნა გაიზრდება, კომპანიას საკმაოდ დიდი რაოდენობის წარმოების შესაძლებლობა აქვს.

შეგახსენებთ, რომ „ალტერსოქსის“ წინდები იტალიაში აქამდეც იყიდებოდა, თუმცა მცირე რაოდენობებით, დამფუძნებელი გვიყვება, რომ აქამდე პროდუქციას იტალიურ Amazon-სა და პატარა მარკეტებში ყიდდნენ, ასეთი მსხვილი დამკვეთი კი ჯერ არ ჰყოლიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები