მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იტალიიდან საქართველოში ჩამოყვანილი მოქალაქეები 2-კვირიან კარანტინს გაივლიან

5e67d8a5773c4
თამთა ჯიჯავაძე
10.03.20 22:09
1749
იტალიიდან საქართველოში ჩამოყვანილი მოქალაქეები 2-კვირიან კარანტინს გაივლიან. ისინი საქართველოში დღეს საღამოს ორი ჩარტერული რეისით ჩამოიყვანეს. საუბარია 200-მდე მოქალაქეზე. ისინი უკვე გადაჰყავთ საკარანტინე სივრცეებში.

„საკარანტინო სივრცეებს უზრუნველყოფს ეკონომიკის სამინისტრო. ასეთია მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება. სამედიცინო მომსახურეობას რა თქმა უნდა უზრუნველყოფს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო სამსახური“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრომ იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართა და განაცხადა, რომ 2020 წლის 6 მარტს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება იტალიის რესპუბლიკასთან პირდაპირი ფრენების დროებით შეჩერების შესახებ.

"მთავრობისვე გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უზრუნველყოფს საქართველოს იმ მოქალაქეების გამომგზავრებას საქართველოში, რომლებსაც უახლოესი 2 კვირის განმავლობაში შეძენილი ჰქონდათ დასაბრუნებელი ბილეთი და ფრენების გაუქმების გამო ვერ შეძლეს საქართველოში დაბრუნება", - წერია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები