მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინას რომ არ დავხმარებოდით, საქართველო და მოლდოვა დიდი რისკის ქვეშ იქნებოდა - იტალიელი დიპლომატი

64877ca89033d
BM.GE
13.06.23 00:11
709
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანტონიო ტაიანის განცხადებით, დასავლეთი უკრაინას რომ არ დახმარებოდა, გაცილებით დიდი რისკის ქვეშ დადგებოდა საქართველო, მოლდოვა და ბევრი სხვა ქვეყანაც. ამის შესახებ იტალიის პირველმა დიპლომატმა ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ვეხმარებით უკრაინას იმიტომ, რომ მშვიდობა გვსურს. უკრაინას რომ არ დავხმარებოდით, მას დაიპყრობდნენ და გვექნებოდა გაცილებით დიდი საფრთხე და საქართველო, მოლდოვა და სხვა მრავალი ქვეყანა იქნებოდა დიდი რისკის ქვეშ. ამიტომ უკრაინას თავისუფლების და დემოკრატიის დასაცავად ვეხმარებით“, - განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, უკრაინა უნდა გახდეს NATO-ს წევრი და ამისთვის საჭიროა დაწყებული პროცესის გაგრძელება და ნაბიჯების გადადგმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები