იტალიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, ფაბიო პანეტამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპის პროტექციონისტული სატარიფო პოლიტიკის ფინანსური დარტყმა ძირითადად თავად ამერიკულმა ეკონომიკამ იტვირთა.
მისი შეფასებით, უცხოელ ექსპორტიორებს საკუთარი ჯიბიდან ხარჯების მხოლოდ 10%-ის გადახდა მოუწიათ, მთელი სიმძიმე კი ამერიკული კორპორაციების მოგების მარჟას დააწვა.
შესაბამისად, კომპანიებს ფასების გაზრდა მოუწიათ, რათა გასასტუმრებელი ხარჯების 50% სწორედ მომხმარებლებზე მოსულიყო. როგორც პანეტა ამბობს, აგრესიულმა სატარიფო პოლიტიკამ აშშ-ის ინფლაციის მაჩვენებელი ნახევარი პროცენტული პუნქტით გაზარდა.
ეს მაშინ, როცა ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემა ინფლაციის მიზნობრივ ნიშნულამდე დაყვანას განსაკუთრებით ცდილობდა. იტალიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ოფიციალური ვაშინგტონის სატარიფო პოლიტიკის რეალური მოტივი, ხელი შეუწყოს წარმოების ქვეყანაში დაბრუნებას, რეალურად აშშ-ს გლობალურ იზოლაციაში მოაქცევს.




























