მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიის ყოფილი პრემიერი, სილვიო ბერლუსკონი გარდაიცვალა

6486ef636e1ad
გიორგი არონია
12.06.23 14:09
496

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ქვეყანას სამ სხვადასხვა დროს, კერძოდ 1994-1995, 2001-2006 და 2008-2011 წლებში მართავდა, 86 წლისა გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაცია ბერლუსკონის ოფისმა დაადასტურა. ბოლო წლებში, სილვიო ბერლუსკონი იტალიელების ინტერესებს ევროპარლამენტში, პარლამენტარის რანგში იცავდა. ამასთან, დღემდე, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბერლუსკონის მიერ დაფუძნებული Forza Italia - პარტია, რომელიც იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის მმართველ კოალიციაში მინორიტარად არის წარმოდგენილი. 

პოლიტიკური კარიერის გარდა, საზოგადოება სილვიო ბერლუსკონის მილიარდერი ბიზნესმენის სახელითაც იცნობდა. იტალიის უმსხვილესი სამაუწყებლო მედიასაშუალების, Mediaset-ის საკონტროლო პაკეტის გარდა, ბერლუსკონი, თითქმის ოცდაათი წლის განმავლობაში, იტალიურ საფეხბურთო კლუბ “მილანს” ფლობდა, რომელიც, მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბად იქცა. 2023 წლის მარტში, სილვიო ბერლუსკონის ქონებას ამერიკული Fორბეს-ი $6.9 მილიარდად აფასებდა.

წარმატებული მეწარმეობრივი კარიერის ფონზე, წლების განმავლობაში, სილვიო ბერლუსკონი არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო სკანდალში გაეხვა, როგორც სახელმწიფო გადასახადებისგან თავის არიდების, ასევე სექსუალური ძალადობის კუთხით. 2013 წელს, არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით, იტალიის სასამართლომ ბერლუსკონის თავისუფლება შვიდი წლით აღუკვეთა, მაგრამ ორი წლის შემდეგ, იტალიის უზენაესმა სასამართლომ ბერლუსკონი გაამართლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები