მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყანას აქვს ერთ მოსახლეზე ყველაზე დიდი სახელმწიფო ვალი - რეიტინგი

64b6db07a4c7d
შოთა ტყეშელაშვილი
19.07.23 00:00
1671
გაეროს მონაცემებით, გლობალური სახელმწიფო ვალის დონე 92 ტრილიონ დოლარს აღწევს. მათ შორის ყველაზე დიდი სახელმწიფო ვალი ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს, რომელიც 28.1 ტრილიონ დოლარს აჭარბებს.

ეს ერთ მოსახლეზე კალკულაციით, 84 ათასი დოლარზე მეტია, რითიც აშშ მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს. 14.9 ტრილიონი დოლარის სახელმწიფო ვალი აქვს ჩინეთს, რაც ერთ მოსახლეზე კალკულაციით, $10.4 ათასია.

მესამე უმსხვილესი ვალი აქვს იაპონიას, რაც 10.9 ტრილიონ დოლარს აღემატება. ამ მაჩვენებლით, ერთ მოსახლეზე სახელმწიფო ვალი 88 ათას დოლარს შეადგენს. 3 ტრილიონზე დიდი სახელმწიფო ვალი აქვთ საფრანგეთს, გერმანიას, იტალიას, ინდოეთს. 2.9 ტრილიონიანი ვალი აქვს დიდ ბრიტანეთს, ხოლო კანადის სახელმწიფო ვალი 2.3 ტრილიონი დოლარია. 1000 მილიარდზე, ანუ 1 ტრილიონზე დიდი ვალი მსოფლიოში სულ 15 ქვეყანას აქვს. რაც შეეხება საქართველოს, სახელმწიფო ვალის ზომა 12.7 მილიარდი დოლარია, რაც ერთ მოსახლეზე ანგარიშით 3.4 ათას დოლარს შეადგენს.

ქვეყნების სავალო შემადგენლობა ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. მაგალითად აშშ-ის შემთხვევაში სახელმწიფო ვალის უდიდეს ნაწილს სახაზინო ობლიგაციები წარმოადგენს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ურისკო ფასიან ქაღალდად არის აღიარებული. საქართველოს შემთხვევაში კი ვალის უდიდესი ნაწილი საერთაშორისო დონორების მიმართ დასაბრუნებელი თანხებია, რაც ძირითადად უცხოურ ვალუტაში არის ნომინირებული. ანალოგიურად, მსგავსი შემოსავლების მქონე ქვეყნებისთვის ვალში წამყვანი ადგილი სწორედ საგარეო ვალებს უჭირავს.



გამოთვლისთვის აღებულია IMF-ის 2023 წლის სახელმწიფო ვალის სტატიკა, რომელიც მოცემულია თითოეული ქვეყნისთვის ეროვნულ ვალუტაში, რაც შემდგომ გადაყვანილია აშშ დოლარებში (მიმდინარე კურსით) და გაყოფილია ქვეყნების მოსახლეობაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები