მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტაცებენ მოქალაქეებს, სცემენ უმოწყალოდ - ეს არაფერ შუაშია "ორივე მხრიდან ძალადობასთან" - დათა ჯავახიშვილი

საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელის, დათა ჯავახიშვილის შეფასებით, იმ ფონზე, რომ იტაცებენ მოქალაქეებს, სცემენ უმოწყალოდ, აგინებენ, აშინებენ და ხდება ტერორი, ეს არაფერ შუაშია "ორივე მხრიდან ძალადობასთან".

როგორც მან BMGTV-ის გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში თქვა, "ორივე მხრიდან ძალადობის" დაგმობა ძალადობის გამართლების ნარატივის ნაწილია.

იმ ადამიანებისადმი მიმართვაში, რომლებიც პროევროპული პროტესტის ძალადობრივი დაშლის შემდეგ, დემონსტრანტების და საპოლიციო ძალების მხრიდან ძალადობას ემიჯნებიან, ჯავახიშვილი განმარტავს, რატომ უნდა გაიმიჯნოს ეს ორი შემთხვევა.

"არ უნდა შეგვეშალოს: როგორი საერთაშორისო სტანდარტებიც არსებობს, ძალიან ნათელი დასტურია იმისა, თუ როგორ უნდა გავმიჯნოთ სიტუაციები. იქ [უცხოეთში] თუ არის სადმე გადაცდომა [აქციის მონაწილეების მხრიდან], პოლიციას მხოლოდ და მხოლოდ პროპორციული ძალის გამოყენების შესაძლებლობა აქვს. მაშინ, როდესაც [პარლამენტთან] არანაირ გადაცდომას არ აქვს ადგილი, იტაცებენ მოქალაქეებს, სცემენ უმოწყალოდ, აგინებენ, აშინებენ, ხდება ტერორი, მათი ნივთების მოპარვაც კი, ეს არაფერ შუაშია "ორივე მხრიდან ძალადობასთან", ეს არის პირიქით ის ნარატივი, რომელიც შეიძლება გაჟღერდეს მხოლოდ ისეთი პოზიციებიდან, რომელიც ამართლებს ძალადობას და გთხოვთ, ნუ გაამართლებთ ძალადობას, იმიტომ, რომ ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არის ფართომასშტაბიანი, სისტემური და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ", - ამბობს საია-ს წარმოამდგენელი.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", აქციებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გამო, ჰააგის სასამართლოსადმი მიმართვასაც გეგმავს.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბოლო ინფორმაციით, რომელიც 5 დეკემბერს განახლდა, 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, ომბუდსმენის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში 268 პირი მოინახულეს, რომელთაგან ხილული დაზიანებები 138 პირს აღენიშნებოდა, არასათანადო მოპყრობაზე კი 191 პირი მიუთითებდა,

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები