მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ITB China-ზე საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ITB China

საქართველო წელს ჩინეთში, შანხაიში, 26-28 მაისს, აზიაში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე ITB China პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენა მაღალი რანგის სტუმრების მიერ საქართველოს სტენდის დათვალიერებით დაიწყება. მათ საშუალება ექნებათ, გაეცნონ ქართულ კულტურასა და ტურისტულ პოტენციალს, დააგემოვნონ ქართული კერძები და ღვინო.

ITB CHINA 2026-ზე საქართველოს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგენა ქვეყნის ცნობადობის ამაღლებასა და ტურისტული ნაკადების მოზიდვას შეუწყობს ხელს“, - აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

უწყების ინფორმაციით, გამოფენის გახსნამდე, 25 მაისს საქართველოს სახელით სპეციალური გალა მიღება გაიმართება, რომელსაც 700-მდე მაღალი რანგის სტუმარი დაესწრება. სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ ქართული კერძები, გაეცნონ ქართული გასტრონომიის ისტორიას, კულტურასა და საქართველოს ტურისტულ მიმართულებას. ანსამბლირუსთავიდამსწრე საზოგადოებისთვის კულტურულ ღონისძიებას გამართავს.

„ქვეყნის ეროვნულ სტენდს შანხაიში 400 კვადრატული მეტრი დაეთმობა. მოეწყობა სამუშაო სივრცე, სადაც მონაწილე ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ გამართონ შეხვედრები პოტენციურ პარტნიორებთან. გამოფენის ფარგლებში გაიმართება საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი პრეზენტაციები და სამუშაო შეხვედრები. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული სტენდის სტუმრებს, სამი დღის განმავლობაში, საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ კულტურას, ფოლკლორს, გასტრონომიას, ღვინოს.

საქართველოს შესახებ მომზადებული ვიდეორგოლები ჩინური მედიითა და ციფრული არხებით გაშუქდება“, - აცხადებენ GNTA-ში.

უწყების ინფორმაციით, ITB China-ს დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილე ქართულ კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე უძღვებოდა. მათივე ცნობით, 30-მდე ქართული კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელი ITB China-ზე საორგანიზაციო საკითხებს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მომზადებული ეროვნული სტენდის დიზაინს, კონცეფციასა და გალა ვახშმის დეტალებს გაეცნო.

ცნობისთვის, ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების დანიშვნისა და უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ, საქართველოში ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა. 2025 წლის მონაცემებით, აზიის უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა საქართველოში ვიზიტების რაოდენობა ზრდის დინამიკით ერთ-ერთი გამორჩეული იყო. გასულ წელს საქართველოში 127 895 ვიზიტი შესრულდა და ჩინეთმა TOP-ქვეყნების რეიტინგში მეათე ადგილი დაიკავა. ზრდა 44.4% იყო.

2026 წლის პირველი კვარტალის მიხედვით, ჩინეთმა რეიტინგში მერვე ადგილზე 20 612 ვიზიტით მერვე ადგილზე გადაინაცვლა. ვიზიტების რაოდენობა წლიურად 48.6%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები