მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იცავენ თუ არა დამსაქმებლები დასაქმებულების შრომის უსაფრთხოებას?

გასული კვირის ბოლოს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს როგორც შრომის უსაფრთხოების, ისე შრომითი უფლებების საკითხები საკანონმდებლო მოთხოვნებისა და ინსპექტირების პროცესების ჭრილში. კერძოდ, შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებმა წარადგინეს პრეზენტაცია შრომის ინსპექციის მანდატის, ინსპექტირების შედეგების, გამოვლენილი დარღვევების, შრომითი მიგრაციის კანონისა და სხვა აქტუალური თემების შესახებ. შეხვედრას 100-მდე მონაწილე ესწრებოდა და ის კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

სტუმარი: ელგუჯა მელაძე - დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები