მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"იციან, რომ საქართველოში არსებობს ადამიანი, რომელიც ნებისმიერ რამეს გააკეთებს, რაც მას მოეპრიანება" - რა სიგნალს იღებენ საერთაშორისო ინვესტორები?

სს

"ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელმა ზაზა ბიბილაშვილმა საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო შეაფასა. როგორც მან გადაცემა „ანალიტიკაში“ განაცხადა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, არასასურველი საინვესტიციო გარემოა.

მისი განმარტებით, კანონები რომელიც „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ ბოლო დროს იქნა მიღებული ბიზნესმენებს ქვეყანაში ინვესტირების სურვილს უკარგავს.

„ადგილობრივმა თუ უცხოელმა ბიზნესმენმა იციან, რომ ქვეყანაში არსებობს ადამიანი, რომელიც ნებისმიერ რამეს გააკეთებს, რაც მას მოეპრიანება. უცხოელი ინვესტორი, რომ შემოდის კითხულობს - რა იქნება კანონიერი, კონტრაქტში ასე რომ ჩავწეროთ შეესაბამება თუ არა კანონს და ა.შ. მე მას როგორც იურისტმა ან ადვოკატმა რაც არ უნდა ვუპასუხო ეს შეიძლება ხვალ შეიცვალოს, თუ ერთ კონკრეტულ ადამიანს მოუნდება“, - განაცხადა მან.

ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, საქართველოში პარლამენტიც, აღმასრულებელი ხელისუფლებაც და სასამართლოც მხოლოდ ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის სურვილებს ასრულებს.

„ნებისმიერი უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც სხვა იურისდიქციაში ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს, პირველ რიგში იქაურ პოლიტიკურ სამართლებრივ და ეკონომიკურ ვითარებას სწავლობს. მხოლოდ ეკონომიკური ციფრები ისიც კონტექსტიდან ამოგლეჯილი არასოდეს არ არის გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი განპირობებული ფაქტორი, გააკეთოს თუ არა ინვესტიცია ამათუ იმ ქვეყანაში.

კანონები, რომელიც ბოლო ხანებში იქნა მიღებული "ქართული ოცნების" ე.წ პარლამენტის მიერ სინამდვილეში ამას ერთი ჩარჩო სახელი აქვს - რასაც უნდა ბიძინა ივანიშვილი იმას იზამს. ამ შემთხვევაში იძახის, რომ ადამიანი, რომელსაც დავაბრალე რომ მომპარა თანხა, ეს ადამიანი ცხოვრების ბოლომდე იქნება მონა, სანამ ბოლო თეთრს არ დამიბრუნებს, სანამ მე გადავწყვეტ, რომ ის უნდა მიბრუნებდეს და თუ მას ოდესმე ვინმე დაეხმარა, ისიც ციხეში წავა. ვიღაც ადამიანებს პარლამენტი ჰქვია, ვიღაც ადამიანებს სასამართლო, ვიღაც ადამიანებს აღმასრულებელი ხელისუფლება და ამ ადამიანების ჯგუფების მეშვეობით ის იმას აკეთებს, რასაც პირადად განიზრახავს“, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები