მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იურგენ კლოპი “რედ ბულში” ფეხბურთის გლობალური ხელმძღვანელის პოსტზე დასაქმდა

კლოპი და რედ ბული

საფეხბურთო კლუბ “ლივერპულის” დატოვების შემდეგ იურგენ კლოპმა ახალი სამსახური იპოვა. 2025 წლის 1 იანვრიდან გერმანელი სპეციალისტი კომპანია “რედ ბულის” ფეხბურთის გლობალური ხელმძღვანელი გახდება, რაც მოიცავს ავსტრიული ბრენდის ქვეშ არსებულ კლუბებს მათ შორის: “ლაიპციგს”, “ზალცბურგს”, “ნიუ-იორკ რედ ბულს”, “რედ ბულ ბრაზილიას” და “ბრაგანტინოს”.
იურგენის საქმიანობა მოიცავს ამ გუნდებს რეკომენდაცია გაუწიოს და რჩევები მისცეს სპორტულ დირექტორებს მწვრთნელების, მოთამაშეთა განვითარებისა და ტრანსფერების საკითხში.

“25 წლის განმავლობაში სათადარიგოთა სკამიდან ფეხბურთის ყურების შემდეგ უფრო მეტად აღფრთოვანებული ვერ ვიქნები ასეთ პროექტში ჩართულობის შესაძლებლობიდან გამომდინარე. ახალმა როლმა შესაძლოა სრულად შემიცვალოს წარმოდგენა და აღქმა ფეხბურთისადმი, ვინაიდან სკაუტინგი ყოველთვის ჩემი ერთ-ერთი გატაცება იყო” - განაცხადა კლოპმა.

საინტერესოა, რომ კონტრაქტში ჩადებულია ერთი პუნქტი, რომლის მიხედვითაც თუკი გერმანიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელობის შესაძლებლობა მიეცემა, მხოლოდ ამ შემთხვევაში გაწყდება მხარეებს შორის თანამშრომლობა.

შეგახსენებთ, იურგენ კლოპის სამწვრთნელო კარიერა 2001 წელს "მაინცში" დაიწყო და 2008 წლამდე გაგრძელდა, შემდეგ იყო დორტმუნდის “ბორუსია” 2008-2015 წლებში, ბოლოს კი "ლივერპული" 2015-2024 წლებში, სადაც გერმანელმა თავისი პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი ჩემპიონთა ლიგის თასი მოიგო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები