მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იურიდიული დახმარების სამსახურმა 2023 წელს დახმარება 1491 დროებით უმუშევარ პირს გაუწია - დავით სიმონია

იურიდიული სამსახური

იურიდიული დახმარების სამსახურმა 2023 წლის განმავლობაში დახმარება გაუწია 1491 დროებით უმუშევარ პირს, 2255 პენსიონერს, 520 შშმ პირს, 786 დევნილს, ეროვნული უმცირესობის 459 წარმომადგენელს და უცხო ქვეყნის - 309 მოქალაქეს. ამის შესახებ სამსახურის უფროსმა დავით სიმონიამ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში 2023 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მან იმ სტატისტიკურ მონაცემებზეც ისაუბრა, რაც უწყებამ საანგარიშო პერიოდში განახორციელა და დაწვრილებით მიმოიხილა სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებები. ინფორმაცია შეეხებოდა საქართველოს რეგიონებში საკონსულტაციო ცენტრების არსებობის მნიშვნელობას, ასევე, საზოგადოებრივი უფლებადამცველების საქმიანობას, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით გატარებულ ღონისძიებებსა და ტრენინგებს და უწყებათაშორის თანამშრომლობის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს.

„მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას წარმატებით დასრულებული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობას, რომელთა შორის, ბენეფიციარის სასარგებლოდ დასრულდა 685 საქმე; სამოქალაქო საქმეებიდან წარმატებით დასრულდა 267 საქმე“, - განაცხადა დავით სიმონიამ.

მისი ინფორმაციით, გაწეული 24 539 კონსულტაციიდან, პირადი კონსულტაცია იყო 10 719, სატელეფონო - 5428.

დავით სიმონიას განცხადებით, სამსახურის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები მნიშვნელოვან შედეგს მოიტანს ადამიანის უფლებების დაცვისა და სამართლებრივი ურთიერთობების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები