მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იუსტიციის მინისტრად პაატა სალია ინიშნება

პაატა სალია

"ქართული ოცნების" პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, იუსტიციის მინისტრად "რუსთავის 2"-ის ყოფილი ხელმძღვანელი პაატა სალია დაინიშნება.

"ის გახლავთ პარლამენტის მოქმედი წევრი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადვოკატი და იურისტი საქართველოში. მას აქვს იურიდიული განათლება მიღებული საქართველოსა და აშშ-ში", - განაცხადა კობახიძემ.

დღესვე გახდა ცნობილი, რომ იუსტიციის მოქმედი მინისტრი ანრი ოხანაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსად ინიშნება. სალია მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრია "ქართული ოცნებიდან". ის მანამდე 2019 - 2024 წლებში "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა. 2005-2019 წლებში სალია საადვოკატო კომპანიის "გაბუნია და პარტნიორების" პარტნიორი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები