"ოცნების" მთავრიბის იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ალექსანდრე მაისურაძე დაინიშნა.
უწყების ცნობით, მაისურაძე პროფესიით იურისტია და სახელმწიფო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მან სხვადასხვა პერიოდში საქმიანობა ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებითაც განახორციელა.
დანიშვნამდე ალექსანდრე მაისურაძე საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურში უსაფრთხოების დირექტორატს ხელმძღვანელობდა.
პაატა სალიას მოადგილეები ასევე არიან: მერაბ ტურავა, გიორგი დგებუაძე და ბექა ძამაშვილი. პირველ მოადგილედ კი ლაშა მაღრაძეა დანიშნული.




























