მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იუსტიციის სამინისტრომ საგრანტო კონკურსი გამოაცხადა - დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა ₾30 ათასია

იუსტიცია

იუსტიციის სამინისტრომ საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონკურსის მიზანი იუსტიციის სამინისტროს სისტემის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა და სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერაა.

პროგრამისთვის განკუთვნილი თანხა ნახევარი მილიონი ლარია, დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თითოეული გამარჯვებული პროექტისათვის კი, 30 000 ლარს შეადგენს.

პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია:

  1. სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა;
  2. ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება;
  3. სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება.

საგრანტო წინადადებების წარდგენა შეუძლიათ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებს.განაცხადების მიღება 11 ნოემბერს დაიწყო. საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 1 დეკემბერი.

უწყება წერს, რომ იუსტიციის სამინისტრო საგრანტო კონკურსს ყოველწლიურად აცხადებს. 2021-2024 წლებში უწყებამ 48 პროექტი, ჯამში, 1 080 619 ლარი დააფინანსა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები