2024 წლის 21 მაისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ დანიშნა 21 მოსამართლე, რომლებიც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით 2021 წლის 18 ივნისს გამწესდნენ.
სასამართლოს გუშაგის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სააპელაციო ან რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე თანამდებობაზე გამწესდება 3 წლის ვადით, კონკურსის საფუძველზე. ამ ვადის გასვლამდე არაუადრეს 2 თვისა და არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, გაამწესოს თუ არა თითოეული მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ.
უვადოდ დანიშნულ მოსამართლეთა სია:
- ეკატერინე ბებია - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;
2. გიორგი გელაშვილი -თბილისის საქალაქოს სასამართლოს მოსამართლე;
3. სალომე გველესიანი - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
4. ალექსანდრე გზირიშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
5. ეკატერინე ელიაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
6. ნინო ენუქიძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
7. გიორგი თუნაური - ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
8. თეა კალანდაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
9. თორნიკე კაპანაძე - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;
10. ლიანა კაჟაშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
11. დავით მაკარაძე - გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;
12. თამარ მჭედლიშვილი- თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
13. ეკატერინე ობოლაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
14. სალომე სამხარაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
15. რომეო ტყეშელაშვილი- თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
16. ფოლადიშვილი ლიეილა - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
17. ლევან ყოლბაია - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
18. ნანა შამათავა - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
19. ირაკლი ჩიკაშუა - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
20. მაია ჯავახიშვილი - ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;
21. უჩა თოდუა - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
21-ვე მათგანის დანიშვნას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი.