მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივ კლაინის მონოქრომატული ტილო აუქციონზე $21 მილიონად გაიყიდა

1. Yevs Klein
24.10.25 18:08
1345

ავტორი: სალომე ზაალიშვილი

ოთხმეტრიანი ივ კლაინის ტილო პარიზის აუქციონზე მხატვრისთვის საფრანგეთში რეკორდულ 18.4 მილიონ ევროდ გაიყიდა. ამ შედეგით ნახატი კლაინის ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდული ნამუშევრების ტოპ ათეულში შევიდა.

კლაინმა ლურჯი ფერით ხატვა 1957 წელს დაიწყო, როდესაც მისთვის დამახასიათებელი ლურჯი ფერის საღებავი დახვეწა, ამ ულტრამარინის პიგმენტის და სინთეტიკური პოლიმერის ნარევს მან “საერთაშორისო კლაინის ლურჯი” (International Klein Blue) ანუ IKB უწოდა.

ივ კლაინი

კლაინი “ფერის ხაზის საპყრობილიდან განთავისუფლების” მუდმივ ძიებაში იყო, ამბობდა, რომ მისი არცერთი მონოქრომატული ნამუშევარი “არ ჰგავს ერთმანეთს, განსხვავებული არსის და ატმოსფეროს მატარებელია”.

აუქციონზე გამოტანილი ტილო მხატვარმა ამერიკაში ბოლო ვიზიტამდე შექმნა 1961 წელს და სახელი კალიფორნია იმ შტატის პატივსაცემად დაარქვა, რომელშიც ნახატი პირველად გამოიფინა. კლაინი 1962 წელს მოკლე, მაგრამ ტურბულენტური კარიერის შემდეგ 34 წლის ასაკში გარდაიცვალა.


Le Rose du bleu (1960)

ივ კლაინი

ივ კლაინის დღეისთვის ყველაზე ძვირად ღირებული ნახატია 2012 წელს 23.5 გირვანქა სტერლინგად (31.4 მილიონ აშშ დოლარად) გაყიდული Le Rose du bleu (RE 22).

Femme Debout (1963)
ალბერტო ჯაკომეტი

Christie’s-ის პარიზში ჩატარებულ აუქციონზე ლოტების ჯამურმა ღირებულებამ 59 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა, მეორე ყველაზე ძვირად ღირებული ლოტი კი ალბერტო ჯაკომეტის 5.4 მილიონ ევროდ გაყიდული ქანდაკებაა Femme debout, ნამუშევარი ბრინჯაოში 1963 წელს ჩამოისხა და ორი ანალოგიური ქანდაკებიდან ერთ-ერთია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები