2024 წლის IV კვარტალში ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1.3 მლნ იყო, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე თვიურად საშუალოდ 1.5 მლნ ვიზიტი განახორციელეს.
აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 5.6%-ით გაიზარდა, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2.1%-ით შემცირდა.
IV კვარტალში რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 672.5 ათასი იყო, რაც 2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2024 წლის IV კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (54%) მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით იყო.
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი თბილისში (საშუალოდ 376.5 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 324.5 ათასი ვიზიტი თვეში) შესრულდა.

რაც შეეხება დანახარჯებს, შარშან IV კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა 259 მლნ ლარი იყო, რაც 3.2%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი შემცირდა 1.1%-ით და 168 ლარს გაუტოლდა.




























