მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

IV კვარტალში ფასები ყველაზე მეტად მომსახურების სექტორში გაიზარდა - BAG ინდექსი

რესტორანი

BAG ინდექსის მიხედვით, გასული წლის ბოლო კვარტალში გაყიდვების ფასები ყველაზე მეტად მომსახურების სფეროში გაიზარდა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ინდექსისაქართველოს ბიზნეს ასოციაციის, პიემსი კვლევითი ცენტრისა და ifo ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი პროდუქტია. BAG ინდექსი მოიცავს BAG-ის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების 1 მმართველი მენეჯერების შეფასებას BAG ბიზნეს კლიმატის, BAG დასაქმების ბარომეტრის და BAG საინვესტიციო გარემოს შესახებ. პიემსი კვლევითი ცენტრი BAG ინდექსს აქვეყნებს ყოველკვარტალურად.

კვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წლის IV კვარტალში გაყიდვების ფასები გამოკითხული კომპანიების 11%-მა გაზარდა, 69% ფასები უცვლელად დატოვა, 4%-მა კი შეამცირა. რაც შეეხება 2026 წლის I კვარტალის მოლოდინს, გამოკითხულ კომპანიათა 27% გაყიდვების ფასების ზრდას ვარაუდობს.

სექტორებს შორის, აღნიშნულ პერიოდში ფასების ზრდას პროცენტულად ყველაზე მეტი კომპანია მომსახურების სექტორში (15%) აფიქსირებს.

ვაჭრობის სექტორში ფასები გამოკითხული კომპანიების 11%-მა, მრეწველობის სექტორში - 8%-მა, მშენებლობის სექტორში კი 7%-მა გაზარდა.

ამასთან, 2026 წლის I კვარტალში ფასების ზრდის მოლოდინი ყველაზე მეტად ვაჭრობის სექტორში (32%) ფიქსირდება. მომსახურების სექტორში გამოკითხული კომპანიების 27% პროგნოზირებს ფასების ზრდას, მრეწველობაში ეს მოლოდინი 25%-ს აქვს, ხოლო მშენებლობის დარგში 14%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები