მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IV კვარტალში ხელფასები დასაქმებულთა 28%-ს გაეზრდებათ - BAG-ის პროგნოზი

IVQ

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ BAG ინდექსის კვლევის 2023 წლის III კვარტალის დასაქმების ბარომეტრი გამოაქვეყნა, რომელიც მომავალ სამ თვეში დასაქმების სავარაუდო ცვლილებების შესახებ გამოკითხული კომპანიების მოლოდინსაც ასახავს. 

ანგარიშის თანახმად, კომპანიები მომდევნო კვარტალში დასაქმებულთა ანაზღაურების შემცირებას არ პროგნოზირებენ, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ მათგან 72%-ის ხელფასი უცვლელი დარჩება, 28%-ს კი - გაეზრდება.

IV კვარტალში დასაქმებულთა ანაზღაურების ზრდას კომპანიათა ყველაზე დიდი წილი მშენებლობის სექტორში გეგმავს. უფრო კონკრეტულად, ამ სექტორიდან გამოკითხულ კომპანიათა 45% თანამშრომლებისთვის ხელფასის ზრდას ვარაუდობს. 

იმავეს გეგმავს ვაჭრობის სექტორის კომპანიათა 37%, მრეწველობის სექტორის - 20%, ხოლო მომსახურების სექტორის - 18%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები