მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IV კვარტალში მობილური მომსახურეობიდან მიღებული შემოსავლები 29%-ით გაიზარდა

6411773f2e126
მარიამ ვარადაშვილი
15.03.23 23:40
577

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 2022 წლის მე-4 კვარტალში მობილური მომსახურების მიმწოდებელმა კომპანიებმა თითქმის 191 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს. 2021 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით შემოსავალი 29%-ით არის გაზრდილი.

შემოსავლების ზრდასთან ერთად 5.2%-ით გაიზარდა აბონენტების რაოდენობაც. აბონენტების რაოდენობით კვლავ მაგთიკომი ლიდერობს. გასული წლის მეოთხე კვარტალში კომპანიის აბონენტების რაოდენობა 2.4 მლნ-მდე გაიზარდა, რაც თითქმის 6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. 2 მლნ აბონენტით მეორე ადგილზე სილქნეტია, აქაც ზრდა თითქმის 6%-ს შეადგენს. 1.45 მლნ აბონენტი ჰყავს ვიონს [ბრენდული სახელით ბილაინი].


2021 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით მაგთიკომის შემოსავალი 36.6%-ით არის გაზრდილი და 95.4 მლნ ლარს შეადგენს, სილქნეტის შემოსავალი კი 25.5%-ით 65.1 მლნ ლარამდე გაიზარდა. ვიონის შემოსავალი კი თითქმის 17%-ით 30.4 მლნ ლარამდე არის გაიზარდილი. 

აბონენტების მიხედვით ბაზრის 42% მაგთიკომს; 33.5% სილქნეტს, ხოლო 24.8% ვიონს უკავია. რაც შეეხება შემოსავლებს, მეოთხე კვარტალში შემოსავლების მიხედვით ბაზრის ნახევარი მაგთიკომზე, 34.1% სილქნეტზე, ხოლო 15.9% ვიონზე მოდის. 2021 წლის მეოთხე კვარტალში შემოსავლების მიხედვით მაგთიკომს 47.3% უკავია.