2024 წლის IV კვარტალში მოსახლეობამ და და ბიზნესმა 2 მილიარდი ლარის დეპოზიტები დოლარში გადაიტანა - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა.
ანგარიშის თანახმად, პერიოდის განმავლობაში დეპოზიტების დოლარიზაცია 49%-დან 53%-მდე გაიზარდა, ლარიზაციის მაჩვენებელი კი თავის მხრივ სექტემბერში არსებული 51%-დან 47%-მდე შემცირდა.
ეროვნული ბანკისთვის კომერციული ბანკების მიერ მიწოდებული სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის დეკემბრის ბოლოსთვის ლარის დეპოზიტების მოცულობა 27.5 მილიარდი ლარი იყო (კლება სექტემბერთან შედარებით 2 მილიარდი ლარია). უცხოური ვალუტის დეპოზიტების ზომა კი დეკემბრის ბოლოსთვის 30.8 მილიარდი ლარი იყო (ზრდა სექტემბერთან 2.7 მილიარდი ლარი).
სტატისტიკის თანახმად, თვეების მიხედვით ლარის დეპოზიტების კლება ასეთი იყო:
- ოქტომბერი - ლარის დეპოზიტების კლება 1.16 მილიარდი ლარი;
- ნოემბერი - ლარის დეპოზიტების კლება 351 მილიონი ლარი;
- დეკემბერი - ლარის დეპოზიტების კლება 453 მილიონი ლარი.
რაც შეეხება უცხოური ვალუტის დეპოზიტების ზრდას, ის 2024 წლის IV კვარტალში 2.7 მილიარდი ლარით გაიზარდა.