მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IV კვარტალში ტურიზმიდან საქართველომ $1.05 მლრდ მიიღო

ტურიზმის შემოსავალი

2025 წლის IV კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 1,05 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 9.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ჯამურად, გასულ წელს ქვეყანამ ტურიზმიდან 4,69 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო.

საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2025 წლის IV კვარტალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 14%-ით განისაზღვრა და 145.2 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა - ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26.6%-ია.

სტატისტიკის მიხედვით, მაღალი ზრდის ტემპით გამოირჩევა ისრაელიდან და აზერბაიჯანიდან მიღებული შემოსავლები, შესაბამისი 37% და 31.6%-იანი წლიური ზრდის ტემპებით.

კლების ტენდენციით ხასიათდება რუსეთიდან შემოსავლები, 2025 წლის IV კვარტალში რუსეთიდან საქართველოში მოგზაურობით მიღებული შემოსავლები 24%-ით შემცირდა. 2025 წელს ჯამში რუსეთიდან ტურიზმის შემოსავლები 18%-ით შემცირდა.

ტურიზმიდან შემოსავლები ქვეყნების ჭრილში (2025 წლის IV კვარტალში):

ქვეყანა / რეგიონი შემოსავალი (მილიონი აშშ$)
დანარჩენი ქვეყნები 267.5
ისრაელი 156.1
თურქეთი 151.7
ევროკავშირი 145.2
რუსეთი 133.7
აზერბაიჯანი 54.3
უკრაინა 43.2
სომხეთი 42.2
ირანი 24.8
ბელარუსი 17.0
საუდის არაბეთი 16.6

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები