მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივანე ჩხაიძე: პირველადი ჯანდაცვის რგოლი მზად უნდა იყოს, რომ სატელეფონო ზარები მოიმატებს

61dc3fbcc6680
ნინი ლონგურაშვილი
10.01.22 21:14
471
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ ომიკრონის შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, ჯანდაცვის სექტორი მობილიზებულია და მზად არის გაუმკლავდეს გამოწვევებს” - ეს განცხადება მთავრობის სხდომაზე დღეს, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა გააკეთა.

რამდენად მზად არიან რეალურად კლინიკები და რა პროგნოზების გაკეთება შეიძლება, ამის შესახებ BM.GE-მ კითხვებით იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორს, ივანე ჩხაიძეს მიმართა. ჩხაიძის თქმით, ომიკრონის შემთხვევები მსუბუქად მიმდინარეობს, ამიტომ მათი უმრავლესობის მართვა პირველადი ჯანდაცვას სისტემაში მოხდება.

„ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გაიზრდება, მაგრამ არა იმდენით, რომ კლინიკებს პრობლემები შეექმნათ, ალბათ მინისტრი სწორედ პირველად ჯანდაცვას გულისხმობდა, რაშიც კონსულტაცია, სატელეფონო მეთვალყურეობა, მდგომარეობის შეფასება და აუცილებლობის შემთხვევაში სტაციონარში მოთავსება შედის. თუმცა, ომიკრონის შემთხვევაში ძირითადი ნაწილი პირველადი ჯანდაცვის რგოლის მიერ იქნება სამართავი. ამიტომ ჯანდაცვის ეს რგოლი მაქსიმალურად ორიენტირებული უნდა იყოს იმაზე, რომ მომდევნო დღეებში პირველად დახმარებაზე სატელეფონო ზარები, მიმართვა და დატვირთვა მკვეთრად მოიმატებს“, - ამბობს ივანე ჩხაიძე.

ცნობისთვის, მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში ომიკრონის უკვე 1000-მდე დადასტურებული შემთხვევაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები