მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივანე ჩხაიძე "მწვანე პასპორტის" მოქმედების არეალის გაფართოებას არ გამორიცხავს

618a447abefce
ინგა მურუსიძე
09.11.21 14:07
633
იაშვილის კლინიკის პედიატრიული განყოფილების უფროსი ივანე ჩხაიძე „მწვანე პასპორტების“ მოქმედების არეალის გაფართოებას არ გამორიცხავს. ასე უპასუხა მან bm.ge-ს შესაბამის კითხვას.

"უახლოეს მომავალში, შეიძლება, არეალი გაფართოვდეს. რაც უფრო მეტი ობიექტია ჩართული, უფრო ეფექტიანია ეს გადაწყვეტილება. რაც შეეხება ზოგადად "მწვანე პასპორტების" რეგულაციის ეფექტიანობას, მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად, ყველა ქვეყანაში, სადაც ეს სისტემა დაინერგა, ყველგან მნიშვნელოვნად გაიზარდა იმუნიზაციის მაჩვენებელი.

ვფიქრობთ, ეს სერიოზულ შედეგებს მოგვიტანს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

შეგახსენებთ: საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ელი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.

უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ჯერჯერობით, „მწვანე პასპორტის“ მოქმედება საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სავაჭრო მოლებზე არ ვრცელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები