მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანე მაჭავარიანი: 1 მარტიდან მებაჟე ოფიცრების შრომის ანაზღაურება გაიზრდება

5e2ade9b6463e
BM.GE
24.01.20 16:10
1089
პირველი მარტიდან მებაჟე ოფიცრებს ხელფასი გაეზრდებათ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. მან მებაჟე ოფიცრებს მადლობა გადაუხადა კეთილსინდისიერი და თავდაუზოგავი სამსახურისთვის.

"მინდა იცოდეთ, რომ თქვენს შრომას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის", - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ დაგეგმილია საბაჟოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ეტაპობრივი ზრდა.

ივანე მაჭავარიანმა, ასევე, მადლობა გადაუხადა მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციასა და საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა მხარდაჭერითაც ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაძლიერების მიმართულებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები