"მე თავად ვიყავი ბიზნესში და ვიცი, როგორი განსაკუთრებული თვეა დეკემბერი", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა 24 დეკემბერს შეზღუდვების შესაძლო მოხსნის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ საკითხზე დღეს პრემიერთან თათბირი გაიმართა და შეხვედრები მთელი დღე გრძელდება.
„ძალიან რთულია, მაგრამ მგონია, რომ ამ შუალედურ გზას გავივლით. შეზღუდვებმა ეფექტი მოგვცა, გავრცელების ტემპი მაღალია, მაგრამ მნიშვნელოვანი შემცირებებიც გვაქვს. ჯანდაცვის სისტემას მიეცა მცირე ამოსუნთქვის საშუალება, მათზე ტვირთის გადატანა აღარ გამოდის, ამიტომ ფრონტის წინა ხაზი გადმოდის შეზღუდვებსა და გაფართოებულ ტესტირებებზე.
კარგად ვიცი, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თვეა სავაჭრო ობიექტებისთვის. მე თვითონ ბიზნესში ვიყავი და მესმის, თებერვალი რომ იყოს, არ იქნება ასეთი მტკივნეული. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიიღებს საბჭო გადაწყვეტილებას. უახლოეს დღეებში, უახლოეს საათებში გავაცხადებთ რა მოხდება“, - განაცხადა მაჭავარიანმა.




























