მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მთავრობის გადაწყვეტილებამ, გამხდარიყო IDS ბორჯომის აქციონერი, კომპანია გადაარჩინა" - ივანე მაჭავარიანი

ივანე მაჭავარიანი

„აიდიეს ბორჯომის“ დირექტორი ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ კომპანია გადაარჩინა, როდესაც მისი აქციონერი გახდა.

მან ამის შესახებ ყვიბისში, ახალი ჩამომსხმელი ქარხნის გახსნაზე განაცხადა, სადაც 2022 წელს არსებული ვითარება გაიხსენა.

"მინდა შეგახსენოთ 2022 წელს ჩვენს ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ, რომელმაც კომპანია ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე დააყენა, საფრთხე შეუქმნა მის ფუნქციონირებას, აქ დასაქმებულ ასობით ადამიანს და მათ ოჯახებს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, გამხდარიყო „აიდიეს ბორჯომის“ აქციონერი, გადაარჩინა კომპანია. ჩვენ არა მარტო აღვადგინეთ შეჩერებული პროცესი, არამედ დავაფიქსირეთ უპრეცედენტო ზრდა, განვავითარეთ და გავამდიდრეთ კომპანიის პორტფელი ინოვაციური პროდუქტებით, დავიწყეთ ქარხნის მშენებლობის უმნიშვნელოვანესი პროცესი და დღეს ერთად ვზეიმობთ ახალი ქარხნის გაზრდას", - თქვა ივანე მაჭავარიანმა.

2022 წლის მარტში “აიდიეს ბორჯომი საქართველოს წარმომადგენლობამ” განაცხადა, რომ საერთაშორისო სანქციების გამო, კომპანია საქმიანობას აჩერებდა. ოპერირების განახლების შესახებ განცხადება 13 ივნისს გაკეთდა და ითქვა, რომ ფრიდმანის კომპანია საქართველოს მთავრობას აქციების 7.73%-იან პაკეტს აჩუქებდა. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ეროვნული ბრენდის გადარჩენის მიზნით, ჯგუფის აქციათა 7.73%-იანი წილი უსასყიდლოდ შეესყიდა. ამასთან, ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ გიორგი მაისურაძე დაინიშნა.

"ბორჯომის" მფლობელ ჰოლდინგს შემოსავალი $556 მილიონამდე გაეზარდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები