ბიძინა ივანიშვილმა გუშინ იმედის ეთერში ანაკლიის პორტზეც ისაუბრა. ექსპრემიერმა განმარტა, რომ ის პორტისთვის ხაზარაძეს 70 მილიონს საჩუქრად აძლევდა. "ხაზარაძესაც შეუძლია გაიხსენოს, რომ როდესაც ესენი კაპიტალისგან ძალიან შორს იყვნენ, მას 70 მილიონს საჩუქრად ვაძლევდი, ოღონდ გააკეთეთ-მეთქი, კაპიტალს რომ ვერ უყრიდნენ თავს,"- განაცხადა ივანიშვილმა. ექსპრემიერი და საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე ამბობს, რომ სახელმწიფო ანაკლიის პროექტის განვითარებას ყოველმხრივ უწყობს ხელს, ბოლო პერიოდში კონსორციუმის დამფუძნებელთა მხრიდან გაკეთებული განცხადებები კი, მხოლოდ სპეკულაციას წარმოადგენს.