მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივანიშვილი პირველი იყო, მაგრამ უკანასკნელი არ იქნება - ჯო უილსონის განცხადება

ჯო უილსონი

ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სანქციებს აანონსებს.

„თუ თქვენ კორუმპირებული „ქართული კოშმარის“ ჩინეთისკენ, ირანისკენ და რუსეთისკენ მიმავალ მატერებელზე ხართ, ჩამოსვლის დროა - ივანიშვილი პირველი იყო, მაგრამ უკანასკნელი არ იქნება.

თავის გადასარჩენად დრო ჯერ კიდევ არის, მაგრამ როგორც კი სიაში მოხვდებით, იქ სამუდამოდ დარჩებით! არც ფული, არც მგზავრობა!“, - წერს ჯო უილსონი X-ზე.

შეგახსენებთ: აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. მისი სახელი OFAC-ის სიაში 27 დეკემბერს, თბილისის დროით 20:00-ზე გამოჩნდა. სანქციების გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ფინანსური სანქციები შეეხება ნებისმიერ კომპანიას, რომელშიც ის 50%-ზე მეტს ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები