მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა MEGOBARI Act-ს განიხილავს

აშშ-ის კონგრესი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დღეს MEGOBARI Act-ს განიხილავს. „MEGOBARI აქტი“ მიმდინარე წლის დასაწყისში კონგრესმენებმა ჯო უილსონმა და სტივ კოენმა წარადგინეს. დღეის მდგომარეობით MEGOBARI Act-ს 21 თანასპონსორი ჰყავს.

აქტი მოიცავს აშშ-საქართველოს ურთიერთობის სრულ გადახედვას, დახმარების ყველა პროგრამის ჩათვლით. ქართველი ხალხის მხარდაჭერის აღიარებას კონსტიტუციით განმტკიცებული ვალდებულების - ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ. პრეზიდენტისთვის მოთხოვნას დაუწესოს სანქციები „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებსა და მათ მოკავშირეებს, რომლებიც ჩართული არიან კორუფციაში, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ჩასაშლელად. ხალხთა შორის კავშირებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას, როცა საქართველო ხელახლა დაუბრუნდება საკუთარი კონსტიტუციური ვალდებულებების შესრულებას და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვას.

MEGOBARI Act-ს 27 მარტს მხარი დაუჭირა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები